ქალაქში პირველ ეტაპზე ათი ახალი ავტობუსი
შემოიყვანეს.
ახალი ავტობუსები საქალაქო ხაზზე ახალი წლიდან იმოძრავებენ. მერიამ
მათ კიდევ 50 ავტობუსი უნდა დაამატოს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში არ აკონკრეტებენ
რომელ უბნებზე გადანაწილდება ტრანსპორტი ან რა ვადებში მოხდება
დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანა. ამბობენ, რომ
ოფიციალური განცხადებები ხვალ, 19 ნოემბერს გაკეთდება. სავარაუდოდ,
სწორედ ხვალ გამართავს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტრანსპორტის
პრეზენტაციას.
მათ შესაძენად მერიამ მუნიციპალური განვითარების
ფონდიდან 1,039,517.97 ევროს გრანტი და 5,775,099.85 ლარის სესხი
აიღო. ვალად აღებული თანხა მერიამ 10 წლის განმავლობაში უნდა
დაფაროს.
ახალ ავტობუსებს "მუნიციპალური განვითარების
ფონდი" საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია "იბიარდთან"
თანამშრომლობით ყიდულობს.
ქუთაისში
ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა გასული წლის ზაფხულში
დაანონსდა. ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი ჭიღვარია ჯერ ამბობდა, რომ
ძველ ავტობუსებს არა 60, არამედ 80 ახალი ავტობუსი ჩაანაცვლებდა,
მუნიციპალური ტრანსპორტი კი ქალაქში 2020 წლის გაზაფხულიდან
იმუშავებდა. მოგვიანებით რაოდენობა შემცირდა, ვადამ კი მიმდინარე წლის
ოქტომბერში გადაინაცვლა