ლურჯი ავტობუსები ქუთაისში - შეძენილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით
12:30 / 30.09.2024
ქუთაისში, წლების განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური
მხარდაჭერით ათობით სხვადასხვა პროექტი განხორციელდა.
რომ არა დონორების ფინანსური მხარდაჭერა, შესაძლოა, მათი დიდი ნაწილი
არც ყოფილიყო. "ქუთაისიპოსტი" სწორედ ასეთ პროექტებზე მოგიყვებათ.
მათ შორის ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსებია. ქუთაისში უკვე ოთხი
წელია, მგზავრები მოწესრიგებული ავტობუსებით გადაადგილდებიან.
ადგილობრივი მთავრობის მრავალწლიანი დაპირება, რომ გამოცვლიდნენ
ქალაქში საბჭოთა დროინდელ ამორტიზებულ ავტობუსებს, ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით
შესრულდა.
ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე საუბარი „ქართული
ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე 2024 წელს დაიწყო. თუმცა,
ლურჯი ფერის 60 ავტობუსი, მხოლოდ 2020 წლის ნოემბერში გამოჩნდა.
ქუთაისში სატრანსპორტო სისტემის განახლება EBRD-ის ფულით (სესხით)
მოხერხდა.
ქუთაისისთვის 60 ერთეული ავტობუსის საფასური 6 მილიონ 814 618 ევროთი
განისაზღვრა. აქედან 1 032 518 ევრო ფონდმა მუნიციპალიტეტს გრანტის
სახით მისცა, ხოლო დანარჩენი 5 775 100 ევრო (23 100 400 ლარი) მერიამ
ვალად აიღო.
ქუთაისის გარდა, "მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამი"
ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური
მხარდაჭერით, ახალი ავტობუსები კიდევ 5-მა მუნიციპალიტეტმა: თელავმა,
ფოთმა, გორმა, ზუგდიდმა და რუსთავმა შეიძინა. 175 ერთეული თანამედროვე
სტანდარტების ავტობუსების შესყიდვისთვის EBRD-მა საერთო ჯამში 18.7
მილიონი ევრო გამოყო.
2 წლის წინ ასევე, ევროკავშირის დაფინანსებით ჩამოიყვანა ქუთაისმა 10
მიკროავტობუსიც, რომელიც დღეს ქალაქის რთული რელიეფის მქონე უბნებში
მოძრაობს.
მიკროავტობუსის შეძენა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,
"საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების
პროგრამის" ფარგლებში მოხდა. აღნიშნულისთვის ევროკავშირმა 1 449 380
ლარი გამოგვიყო.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები