ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი
შეისყიდა.
მათ შორის ქუთაისისთვის 60. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს
მთავრობის
ვებგვერდი ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში ქუთაისს - 60, რუსთავს - 40, გორს - 30, ზუგდიდს -
25, ხოლო თელავს და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma
Sanayi A.S.“ 2020 წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში 117
ცალ 8.5-მეტრიან და 58 ცალ 10-მეტრიან ავტობუსებს
მუნიციპალიტეტებს ეტაპობრივად მიაწოდებს.
ავტობუსები საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის
ფარგლებში შეისყიდეს.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)
ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება
18.7 მილიონ ევროს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები