ქუთაისში, 2020 წლისთვის, ავანგარდის დასახლებაში, მუნიციპალური
ავტობუსებისთვის ავტოპარკის მოწყობა იგეგმება.
ამავე წლისთვის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ქალაქში
მუნიციპალურმა ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ, დაპირების მიხედვით,
ქუთაისში 80 ახალი ავტობუსი გამოჩნდება.
როგორი იქნება ავტოპარკი, ნახეთ ესკიზური პროექტი:
ავტოპარკი 6 500 კვ.მ-ზე მოეწყობა და 80 ავტობუსზე იქნება
გათვლილი.
აქვე უნდა გაკეთდეს ელექტრო ავტობუსების სატენი მოწყობილობა,
დაახლოებით 10 ადგილი.
ავტოპარკში შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება და
პროფილაქტიკა.
ავტოპარკის პროექტი ადგილობრივ ბიუჯეტს 60 000 ლარი დაუჯდება.
თუმცა, , ჯერჯეობით უცნობია, რა თანხა დასჭირდება ობიექტის
მშენებლობას.
რაც შეეხება, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა ქუთაისის მერმა,
გიორგი ჭიღვარიამ ივლისის თვეში დააანონსა. მისი თქმით, 2020 წლიდან
ქალაქში 80 ახალი ავტობუსი გამოჩნდება. ავტობუსების შეძენას „ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (იბიარდი) დააფინანსებს.
პირველ ეტპზე მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ სააავტობუსო პარკს
ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ადგილობრივ
თვითმმართველობას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.
ქუთაისში ათეული წლებია საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიების
ხელშია, რომლებიც მგზავრების ეფექტურ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ.
ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველია. საღამოს საათებში კი ქალაქში
გადაადგილება გართულებული.
მასალის გამოყენების პირობები