ახალი ამბები
ავტოპარკი ავტობუსების გარეშე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ახალმა მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა დაიწყეს, თუმცა, ამ დრომდე არ არის დასრულებული ავტოპარკის მშენებლობა, რომელიც ბიუჯეტს 2 642 776 ლარი უჯდება.

მერიამ კომპანიას, რომელიც ტენდერის გზით შეარჩია, სამუშაოები ორჯერ გადაუვადა, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 თვის ნაცვლად, პროცესი მეათე თვეა მიმდინარეობს. პირველ შემთხვევაში მშენებელს ამის ობიექტური მიზეზი ჰქონდა, რადგან კორონავირუსის გამო სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა, ბოლო დათქმის (5 იანვრამდე) ვადის ამოწურვის შემდეგ, შპს "სქაიჰაუსმა" დროის გახანგრძლივება ისევ მოითხოვა. ამჯერად მიმდინარე წლის 27 თებერვლამდე.

ავანგარდის დასახლებაში, გასული წლის ზაფხულში დაწყებული ავტოპარკის სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. აქ ჯერ ისევ ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. არადა, კომპანიას დრო ეწურება. ადგილზე არსებული ვითარება კი ნაკლებად  იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ე.წ. დეპო ქალაქს 10 დღეში ექნება. შესაბამისად, "სქაიჰაუსს", სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ მოუწევს მერიას დროის გახანგრძლივება სთხოვოს.
ავტობუსების სადგომი
ადმინისტრაციული შენობა
ტექნიკური დათვალიერების სივრცე
ავტოპარკის შესასვლელი

რატომ გაჭიანურდა ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები, ამაზე პასუხი არ აქვს კომპანიის დირექტორს. იოსებ მახვილაძემ გვითხრა, რომ ამაზე საუბარი არ სურს.

"არ მინდა ინტერვიუს მოცემა", - გვითხრა იოსებ მახვილაძემ.

60 ავტობუსი, ახალი ავტოპარკის ნაცვლად, საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზაზე დგება. გარდა ავტოპარკის არარსებობისა, ქუთაისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას სხვა მხრივაც მოუმზადებელი დახვდა. იმის მიუხედავად, რომ ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განახლებაზე თვითმმართველობა ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა, ვერ მოახერხა ისეთი ელემენტარული საკითხის მოგვარება, როგორიცაა ელექტრონული ტაბლოების მოწყობა გაჩერებებზე.

მერიას ამ დრომდე არ აქვს არც სვლაგეზების ახალი სქემა. გასული წლის ნოემბრიდან შემოყვანილ ავტობუსებში კი ისევ არ არის დამონტაჟებული დისტანციური გადახდის სისტემა და მათ მერია კიდევ ორი თვე ვერ მოაწყობს. სამაგიეროდ, ახალი ავტობუსების გამოჩენის დღიდანვე დაიწყო მსჯელობა მგზავრობის ღირებულების გაზრდაზე. ქუთაისის მერია ვერ უარყოფს, რომ ტარიფი მოიმატებს. მერი აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი ავტობუსებში გადახდის სისტემის მოწყობამდე არ გაიზრდება, ამის შემდეგ კი საკითხზე იმსჯელებენ.


როგორი უნდა იყოს ქუთაისის ავტოპარკი, ფოტოები ნახეთ აქ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.