ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
FaceBook
ქუთაისის აეროპორტში, მგზავრების ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა ცხადდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ინტერესთა გამოხატვის საშუალებით, ყველა იმ პირს იწვევს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით, არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს.

ამ ეტაპზე, მგზავრთა გადაყვანა ქუთაისის აეროპორტამდე და პირიქით, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსის ორი კომპანიის მიერ ხორციელდება.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებები და გაზრდილი მგზავრთნაკადი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტ კომპანიას მიეცეს ოპერირების საშუალება. ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები და აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს",- აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების გაცხადებაში. 

დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა 15 ნოემბრის 16:00 საათამდე შეუძლიათ. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მგზავრებს ავტობუსები მიმდინარე წლის მარტიდან ემსახურება. შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით მოძრაობენ და უკან დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ბრუნდებიან. ავტობუსები 2 საათში ერთხელ გადიან და ერთი გზის საფასური 5 ლარია.

სამი ერთეული სამგზავრო ავტობუსის შესაძენა აეროპორტების გაერთიანებას 1 მილიონ 383 408 ლარი დაუჯდა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით წლის ბოლომდე მუნიციპალური ტრანსპორტიც უნდა დაინიშნოს. ელექტროავტობუსის შესაძენად ტენდერი კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს აქვს გამოცხადებული. შედეგად, ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად 2 ახალი ელექტროავტობუსი დაინიშნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ ხერხდებოდა, რაც ჩამოსული ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევდა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ, არჩევნებამდე ცოტა
ხნით ადრე, მუხნარის ტყე-პარკში გამართული კონცერტისთვის 92 000 ლარზე
მეტი დახარჯა.
11:04 / 05.11.2024
ქუთაისის მერიამ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მუხნარის ტყე-პარკში გამართული კონცერტისთვის 92 000 ლარზე მეტი დახარჯა.
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, საავტომობილო გზების
გარეკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.
11:03 / 05.11.2024
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, საავტომობილო გზების გარეკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.