ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა დადასტურდა
10:52 / 19.08.2021
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა
ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა
13:07 / 18.08.2021
DMO Imereti- ს ინფორმაციით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ტურიზმი 70%-ით გაიზარდა.

მაისის თვეში ქუთაისს 180 ტურისტი ეწვია, ივნისში მათი რაოდენობა 475-მდე გაიზარდა, ხოლო ივლისში ტურისტთა ნაკადი გაორმაგდა და ქალაქს 882 ტურისტი ესტუმრა.

ყველაზე მეტი ტურისტი ქუთაისს ყაზახეთიდან ეწვია, შემდეგ პოლინეთიდან, ლიეტუვადან,  გერმანიიდან და ლატვიიდან.

,,2020 წელთან შედარებით 2021 წლის მონაცემების შეფასება მხოლოდ საიმედო და პოზიტიურ კონტექსტში შეიძლება. ეს ბუნებრივიცაა სრული სტაგნაციისა და არაპროგნოზირებადი სიტუაციის შემდეგ. 2021 წლის დასაწყისში გახსნილი საზღვრების, დარეგულირებული კოვიდ სიტუაციისა და განსაზღვრული რეგულაციების ფონზე, სიტუაცია ტურიზმში,როგორც ქვეყნის მაშტაბით, ასევე ჩვენს რეგიონში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამოქმედებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ვიზიარის ბაზის დაბრუნება, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, ჩვენს ბაზარზეც ადეკვატურად აისახა და ტურისტულ სტატისტიკაზეც",
- აცხადებს DMO Imereti - ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.

საქსტატის კვლევის თანახმად,  საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3,28 მილიონმა ადგილობრივმა ვიზიტორმა 3,7 მილიონი ვიზიტი განახორციელა და ამ ვიზიტებისას 552,6 მილიონი ლარი დახარჯა. მათ მიერ გაწეული ხარჯების მონაცემი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 44,9%-ით აღემატება, ხოლო ვიზიტები წლიურად 23,4%-ით არის გაზრდილი. ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22%-ით და 149,2 ლარს უტოლდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში ქვეყანაში სულ 146 664 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიის პერიოდისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ივნისის თვეში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდს 286,8%-ით აღემატება, თუმცა 2019 წლის ივნისის რაოდენობას 80%-ით ჩამორჩება.

გასულ 2020 წელს, ტურიზმის სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება მიმდინარე წლის შემოსავლებს, 2021 წლის იანვარ-მაისში უცხოური ტურიზმიდან 176,5 მილიონი დოლარი შემოვიდა.
სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ
 სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ
11:25 / 18.08.2021
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები 500 - ლარიან დანამატს მიიღებენ.
საქართველოში სრულად 251 447 ადამიანია აცრილი
საქართველოში სრულად  251 447 ადამიანია აცრილი
10:54 / 18.08.2021
5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857 056 აცრა.
საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში  კორონავირუსის 5 914   ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
10:51 / 18.08.2021
საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რომის პაპი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
რომის პაპი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
10:41 / 18.08.2021
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ვაქცინებს შეუძლია პანდემია დაასრულოს და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთება ქუთაისშიც შეეძლებათ
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთება ქუთაისშიც შეეძლებათ
10:40 / 18.08.2021
საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის მოწმობას, ვაქცინაცინის გაკეთება ქვეყნის სამ დაწესებულებაში შეეძლებათ.
ვაქცინაცია მოქალქეებს ბინაზე ჩაუტარდებათ
ვაქცინაცია მოქალქეებს ბინაზე ჩაუტარდებათ
10:33 / 18.08.2021
პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ.
ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ
ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ
10:31 / 18.08.2021
მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ.
"ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტებს აცრაზე უარს ეუბნებიან"
"ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტებს  აცრაზე უარს ეუბნებიან"
12:18 / 17.08.2021
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ექიმები პაციენტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარს ეუბნებიან.
,,კლინიკაში მოხვედრილი ადამიანების 95% აუცრელია'' - ეკატერინე ტიკარაძე
,,კლინიკაში მოხვედრილი ადამიანების 95% აუცრელია'' - ეკატერინე ტიკარაძე
11:45 / 17.08.2021
კლინიკაში მოხვედრილი ადამიანების 95% აუცრელია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
6 208 დაინფიცირებული, 46 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
6 208 დაინფიცირებული, 46 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
10:54 / 17.08.2021
დღეს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს თბილისში გაიმართება
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს თბილისში გაიმართება
10:04 / 17.08.2021
კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დღეს შეხვედრას თბილისში გამართავს.
ხანძარი საცხოვრებელ სახლში - შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
ხანძარი საცხოვრებელ სახლში - შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
14:18 / 16.08.2021
ჭიათურაში სოფელ მანდაეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც  ორი ხანდაზმული იმყოფებოდა.
საქართველოში ჯამურად 806 681 აცრა ჩატარდა
საქართველოში ჯამურად 806 681 აცრა ჩატარდა
14:01 / 16.08.2021
16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 806 681 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი.
"საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იქნება უკიდურეს შემთხვევაში" - ეკატერინე ტიკარაძე
"საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იქნება უკიდურეს შემთხვევაში" - ეკატერინე ტიკარაძე
13:03 / 16.08.2021
"ვერ გავექცევით იმას, რომ უნდა ვიყოთ მზად ყველაზე რთული გამოსავლისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისში ვიზიტის დროს.
ქუთაისში, კლინიკის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა
ქუთაისში, კლინიკის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა
11:14 / 16.08.2021
ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში კოვიდგანყოფილების მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა.
2 676 ინფიცირებული, 30 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
2 676 ინფიცირებული, 30 გარდაცვლილი - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
10:48 / 16.08.2021
საქართველოში, გასული 24 საათის განმვალობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
10:34 / 16.08.2021
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდას შეადგენდა.
More Articles...

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.