იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი
მოიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
უწყების თქმით, ჯავშნის მოხსნა უკავშირდება იუსტიციის სახლების მიერ
გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას.
"მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების
მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინასწარი დაჯავშის პირობებში,
იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1-კვირიანი
მოლოდინი იყო საჭირო.რიგის მართვა ხორციელდება კოვიდ-რეგულაციების
გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის
რეჟიმი. იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად
მოკლე დროში ახორციელებს", აცხადებენ იუსტიციის სახლში
უწყებაში განმარტავენ, რომ იუსტიციის სახლში დაცული იქნება
ყველა კოვიდრეგულაცია.
მასალის გამოყენების პირობები