25 ოქტომბერს (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) გაწვიმდება და
ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს
ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ოქტომბერს დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ
საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია
მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის
ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს
დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
მასალის გამოყენების პირობები