ალექსანდრე კობერიძის ფილმი "რას ვხედავთ როდესაც ცას
ვუყურებთ?" ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაჯილდოვდა.
ფილმმა კინოფესტივალის ჯილდო
ვერცხლის ჰიუგო
საუკეთესო სცენარისთვის მიიღო.
ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება.
"რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" საქართველო-გერმანიის
კოპროდუქციაა. მასში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ანა
ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე
ასრულებენ.
რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? წელს ბერლინალეს
საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარმოდგენილი: ამით ის თითქმის ბოლო 30
წლის განმავლობაში პირველი ქართული კინოსურათი გახდა, რომელიც
ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
ფილმმა კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები