ქუთაისში რვა საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია
ცქიტიშვილის თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესი ორი კვირის შემდეგ
განახლდება.
"დღეის მდგომარეობით რვა სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე, ორი
კვირის შემდეგ ჩაუტარდებათ ტესტირება თუ უარყოფითი იქნება
კორონავირუსზე პასუხი სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში
განახლდება", - ამბობს მაია ცქიტიშვილი.
სკოლების გარდა დისტანციურ სწავლაზე გადავიდა კლასებიც. ქუთაისში ამ
დროისთვის 50-მდე კლასი დისტანციურად სწავლობს.
საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდა.
ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.
მასალის გამოყენების პირობები