23 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 943 743
აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 022 128 ადამიანი - მოზრდილი
მოსახლეობის 36.0 %.
სრულად ვაქცინირებულია 921 000 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის
32.2%.
22 ოქტომბერს აიცრა 5 469 ადამიანი.
თბილსიში აიცრა 2319 ადამიანი, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი აჭარის
რეგიონში - 642, იმერეთში - 626.
კივიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უფასოა საქართველოს
მოქალაქეებისთვის და აცრა რეგისტრაციის გარეშევ შესაძლებელია
ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში.
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 688 804 ადამიანს
დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 626 478 პირი, ხოლო გარდაცვლილია
9 699 ადამიანი.
22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის
8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე -
9.09%.
მასალის გამოყენების პირობები