2020 წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა
2.4-ჯერ გაიზარდა; წელს დაცულ ტერიტორიებს 600 ათასამდე ვიზიტორი
ესტუმრა.
ინფორმაფიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ავრცელებს.
2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 10.4 -ჯერ.
სამინისტროს ცნობით, 2021 წელს, 9 თვის განმავლობაში, ყველაზე მეტი
ვიზიტორი ეწვია შემდეგ ტერიტორიებს:
► მარტვილის კანიონი
► პრომეთეს მღვიმე
► ყაზბეგის ეროვნული პარკი
► ოკაცეს კანიონი
► მტირალას ეროვნული პარკი
სამინისტროს რწმუნებით პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში ეკოტურიზმის
განვითარება აქტიურად გრძელდება:
► გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი "თეთრა მღვიმე";
► ამოქმედდა საქართველოში პირველი, მრავალფუნქციური ეკოტურისტული
სივრცის, წალკის კანიონის ნაწილი, სადაც მოგზაურობა ჩანჩქერამდე
მიმავალ ახალ ბილიკზეა შესაძლებელი;
► ოკაცეს ჩანჩქერზე განახლდა 700 მეტრიანი ზიპლაინი,
► მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული
პარკის ნეძვის აღკვეთილში, სათაფლიაში.
მასალის გამოყენების პირობები