ახალი ამბები
რიონის ხეობაში კარვები სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა ადამიანებმაც გაშალეს
FaceBook
რიონის ხეობაში  აქტივისტების როდენობა ყოველდღიურად იზრდება.

სოფელ ნამოხვანში კარვები საქართველოს  სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა აქტივისტებმაც გაშალეს.

ხეობის "მცველებს" სოლიდარობა გურიიდან, კახეთიდან და ბორჯომიდან ჩასულმა  აქტივისტებმა გამოუცხადეს.

"ეს ადამიანები  ჩვენთან ერთად ათევენ ღამეს. ხეობაში უკვე სამი კარავია გაშლილი, სადაც ათობით ადამიანი იმყოფება", - ამბობს  აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. 10 მარტს კარავში პროტესტის 137-ე ღამე გაათიეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობა საფრთხე არა მხოლოდ ხეობას,  არამედ  ქუთაისსაც შეუქმნის.  გარდა  ამისა, ისინი ხეობაში მნიშვნელოვანი ტერიტორიების უცხოელ ინვესტორზე 99 წლით გასხვისებასაც აპროტესტებენ.  ჰესების მშენებელი კომპანიის  ტერიტორიიდან გასვლის მოთხოვნით  28 თებერვალს ქუთაისში  ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. მხოლოდ ამის შემდეგ დაავალა  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის და სოფლის განვითარების მინისტრებს ადგილზე ჩასვლა.

რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებისა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ კომპანია "ენკა" ჰესის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებდა, თუმცა, პროცესი მაინც გრძელდება. ასევე, მხარეებს შორის დიალოგის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა, ადგილობრივებმა მინისტრებს უთხრეს, რომ დიალოგში ჩართვა არ გულისხმობს მათი პოზიციის შეცვლას და რომ ისინი კვლავ უპირობოდ მოითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას, რადგან პროექტს მთელი ხეობისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევენ.

მხარეებს შორის   მორიგი შეხვედრა 12 მარტს გაიმართება, თუმცა ამის მიუხედავად ხეობის "მცველები" 14 მარტს ქუთაისში ფართომასშტაბიან აქციას  აანონსებენ, რადგან, თვლიან რომ ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"ენკას" ინფორმაციით, ნამახვანჰესზე მომზადებულ გზშ-ს აუდიტი ჩაუტარდება

"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.