კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოსგან ქონება რამდენიმე
პირობით მიიღეს. მათ შორის, კომპანიას სახელმწიფოს ნებართვის
გარეშე ეკრძალება ქონების მესამე პირზე გასხვისება.
"სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს
კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულების
საფუძველზე, განხორციელდა ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის
არეალში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კონკრეტული ქონებების
კომპანია "ენკა რინიუებლზისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზება და ასევე გარკვეული ქონებების აღნაგობის უფლებით - 99
წლით გადაცემა, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული პირობებით:
მიწები გადაცემულია მხოლოდ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის
განხორციელებისთვის. კომპანიას ეკრძალება გადაცემული მიწები
გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის ან გაასხვისოს მესამე პირზე,
სახელმწიფოს თანხმობის გარეშე.
კომპანია ვალდებულია ააშენოს ქუთაისი-ალპანა-მამისონის და
ნამოხვანი-ალპანას გზის მონაკვეთები, რომელიც შემდგომში სახელმწიფოს
უსასყიდლოდ გადაეცემა. კომპანია ასევე ვალდებულია თითოეული
ვალდებულების დეტალური ანგარიში ჩააბაროს მთავრობას", - ნათქვამია
"ენკა რინიუებლზის" განცხადებაში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში
ადგილობრივების პროტესტი არ წყდება. სამ თვეზე მეტია, რიონის ხეობის
მცხოვრებლები ნამახვანის ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, სახელმწიფომ ხეობა 99 წლით გაყიდა და ისინი მომავლის
გარეშე დატოვა.
ხეობის ტერიტორიის უცხოური კომპანიისთვის
გადაცემას გამოეხმაურა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე.
მისი თქმით, ბევრი კითხვა არსებობს სახელმწიფოსთან, რომელსაც პასუხი
უნდა გაეცეს.
"მართალია, რომ
99 წლით გაასხვისეთ რიონის ხეობა და რიონის ხეობის დიდი ნაწილი?
ვინმემ გარკვევით გაგვცეს პასუხი. მე ამას გამიზნულად ვლაპარაკობ
იმიტომ, რომ ამის დამალვა არ შეიძლება და ერთი საუკუნე იცით რას
ნიშნავს? ერთი საუკუნე გავა დაგვიბრუნებენ თუ არა კაცმა არ იცის. რა
ისეთი ენერგო დამოუკიდებლობა უნდა მოვიპოვოთ, რომ პირდაპირ ვკარგავთ
მთელი ხეობის ფლობის უფლებას", - განაცხადა
მიტროპოლიტმა.
მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ,
კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე,
დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი
ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე
მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ
ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად
433 მეგავატს შეადგენს.
ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის
შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას
დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ
იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.
ადგილობრივების პროტესტს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ეკონომიკის
მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით, ჰესთან დაკავშირებით
უსაფრთხოების ზომები მიღებულია და მოსახლეობის მღელვარება
გადაჭარბებულია.
ამავე თემაზე:
რიონის ხეობის „მცველები“
"ჯვარი
მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი
გრძელდება
სოფელ
ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში
გადაიტანეს
პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის
დაშლას ცდილობს (ვიდეო)
დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები