ახალი ამბები
„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC სახელმწიფოსა და "ენკას" შორის ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას სახელმწიფოს ინტერესების საზიანოს უწოდებს.

ორგანაზაციის წარმომადგენლების იმ მძიმე შედეგებზე საუბრობენ, რომელიც შეიძლება რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობამ მოიტანოს.

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ვრცელ ანალიზში  იურისტები საუბრობენ იმ განუსაზღვრელ ტვირთზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჰესის მშენებელი კომპანიის წინაშე აიღო. მათი შეფასებით, გარდა იმისა, რომ შეთანხმების მიხედვით, ინვესტორი ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს საქართველოს ბუნებრივ რესურსს, წინასწარი შეფასებითაც კი ცხადია, რომ დაპირებული ენერგოდამოუკიდებლობის სანაცვლოდ ქვეყანა გაძვირებულ ელექტროენერგიას მიიღებს.

"ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს "ენკა რინიუებლზს", შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.  ხელშეკრულებიდან ასევე ჩანს, სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.


ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს  ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი. ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად  შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტრად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება.

სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია. 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი  საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში",
- ნათქვამია ხელშეკრულების შეფასებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია პრობლემად და ქვეყნის ბიუჯეტისთვის დამატებით ტვირთად მიიჩნევს თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზის სიმძლავრის გაზრდას, რაც ასევე ქართული მხარის ფინანსური ვალდებულებაა.

ხელშეკრულების ანალიზში ცალკეა შეფასებული კომპანიისთვის გადაცემული ბუნებრივ რესურსები, რომელიც ასევე შეუზღუდავია.

მიწის რესურსი:

"ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიისათვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰა-მდე მიწის ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა "საჭირო მიწის ნაკვეთებიც", მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი. ხელშეკრულებაში ტერმინი "საჭირო მიწა" განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ წიაღისეული რესურსების  (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლად. ამასთან, მიწის "საჭიროებას" ადგენს კომპანია, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართეა, რომ შეეხება რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს.  თუ "საჭირო მიწა" იქნება ისეთი კერძო პირის საკუთრებაში რაჭა-ლეჩხუმის ან იმერეთის ტერიტორიაზე და რიონის ხეობის ფარგლებში ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც გასხვისებაზე უარს იტყვის, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის ექსპროპრიაციის/ჩამორთმევის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას".

წყლის რესურსი:

"ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი. კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის. მეტიც, სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს  მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით",
- წერია ანალიზში.

გარდა ამისა, არასამთავრობოს შეფასებით, ხელშეკრულება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს.

"იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია,  ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან, ამიტომაც, ადგილობრივების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ე.წ. შავ სამუშაოზე დასაქმდება.  Შესაბამისად, თუ კომპანია იაფ და მათი შეფასებით "კვალიფიციურ" მუშახელს ადგილზე ვერ მოიძიებს, სრულებით თავისუფალია, ასეთ მუშახელად უცხოელები გამოიყენოს", - წერს EMC თავის შეფასებაში.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა 2 მარტს კარავში 129-ე ღამე გაათენეს. ხეობის მცველებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.


ამავე თემაზე:


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ


„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას


ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.