ახალი ამბები
"ენკას" ინფორმაციით, ნამახვანჰესზე მომზადებულ გზშ-ს აუდიტი ჩაუტარდება
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" ინფორმაციით,  პროექტის ფარგლებში მომზადებულ გზშ-ს ანგარიშზე აუდიტი ჩატარდება.

ანგარიშის აუდიტორულ შეფასებას საერთაშორისო კომპანია "რამბოლი" (Ramboll) განახორციელებს, თუმცა, ვის მიერ არის მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი, ამაზე განცხადებაში არაფერი წერია.

"ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო კომპანია "რამბოლი" (Ramboll) განახორციელებს. "რამბოლი" მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1945 წელს დანიაში დაარსდა. მას ჰიდროენერგეტიკის სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკის ყველა ასპექტს, მაშ შორის - ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთა მომზადებასა და აუდიტს. კომპანია "რამბოლი" დამოუკიდებელი კონსულტანტის როლში განიხილავს პროექტის შესაბამისობას არსებულ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან. იგი პირველი კლასის ევროპული ფინანსური ინსტიტუტის სახელით მოქმედებს.

ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ სტაბილურობას, ასევე იღებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას, რომელიც როგორც სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ასევე უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობას ეხება. ნამახვანის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის კუთხით დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობა საერთაშორისო ნდობის კიდევ ერთი დასტური და გარანტიაა იმისა, რომ ინვესტორი კომპანიის გსზშ (გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების)  ანგარიში, ისევე, როგორც ნებართვები, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით - ეკვატორის პრინციპებს", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ გზშ-ს აუდიტს აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ მას საზოგადოებისთვის სანდო კომპანია ჩაატარებს.

"ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ისეთი კომპანია, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება სანდო. თავად ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ არ აპირებს პროექტის დეტალურ შესწავლას და "ენკამ" ვინც უნდა დაიქირაოს, მის დასკვნას ნდობა არ ექნება", - ამბობს დავით ჭიპაშვილი.

ვისი მოწვევით აპირებს კომპანია "რამბოლი" გიგანტური ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების აუდიტორულ შესწავლას, ამაზე პასუხს ველოდებით როგორც "ენკასგან", ასევე, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისგან.

ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე ბოლო განხილვა 9 მარტს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა. რიონის ხეობაში 433 მეგავატიანი ჰესების მშენებლობის საკითხს ექვსი საათის განმავლობაში განიხილავდნენ. სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ჰესის მშენებლობაზე ვერც მორატორიუმი გამოცხადდება და ვერც მშენებლობა შეჩერდება.

ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. 14 მარტს ქუთაისში მორიგი  აქციაა დაგეგმილი.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:

"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.