ახალი ამბები
„აუცილებელი პირობაა შეჩერდეს სამუშაოები“ -  რიონის „მცველები“  ხეობაში ჩასულ მინისტრებს
FaceBook
რიონის ხეობის "მცველებმა" სოფელ ნამოხვანში ჩასულ მინისტრებს  მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა წაუყენეს.

სხვა შემთხვევაში მათი თქმით, მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ ექნება. აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პირველ რიგში ადგილობრივები უნდა დარწმუნდნენ, რომ მშენებლობა არ გრძელდება, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება შეთანხმება შემდგომი მოლაპარაკებების ფორმატსა და ვადებზე. გოლეთიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები დიალოგი იმ პუნქტების განხილვით უნდა დაიწყოს, რომელიც ადგილობრივებისთვის ყველაზე მწვავე შინაარსს ატარებს.

"თუ მშენებლობა გაგრძელდება და ადამიანები დაინახავენ, რომ  სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს ჰესის მშენებლობა, ეს ისევ გაამწვავებს ემოციურ ფონს და მოლაპარაკებებსაც აზრი არ ექნება. ამიტომ, ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა,  შეჩერდეს სამუშაოები იქამდე, ვიდრე დავნიშნავთ პირველ შეხვედრას. შემდეგ,  პრიორიტეტებში უნდა გადმოვიტანოთ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტები, რომლებიც ჩვენს მღელვარებას იწვევს და როცა დაკმაყოფილდება ეს ინტერესი, ამის  შემდეგ შეგვიძლია დავყოთ საკითხები კალენდარულად და გავაგრძელოთ დიალოგი"
, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივებისა და ხელისუფლების პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა, ეს განსხვავებები გვერდზე უნდა გადაიდოს, რათა შესაძლებელი იყოს დიალოგი.

"თქვენ თვლით, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა  და უნდა აშენდეს, მაგრამ ახლა ეს პოზიციები უნდა გადავდოთ გვერდზე. არ იფიქროთ ერთი წამით, რომ ეს შეხვედრები არის ფორმალური და შეხვედრა შეხვედრისთვის. არის საკითხები, რომლებზეც იმედი გვაქვს, რომ აზრს შეიცვლით და არის საკითხები, ჯერ კიდევ დაუსრულებელი, რომლებიც შეგვიძლია შევცვალოთ. დანარჩენზე ვიმსჯელოთ იმ ფორმატში, როგორც შევთანხმდებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხეობის მცველებს უთხრა, რომ ის ჰესის პროექტის გამართულობაში დარწმუნებულია.

"ჩვენ რომ არ გვჯეროდეს, რომ ეს პროექტი სწორია, აქ არ ვიქნებოდით. ჩვენ იმ ადამიანებთან ვართ ანგარიშვალდებული, რომლებმაც 100 დღეა მიატოვეს თავიანთი ოჯახები და გამოხატავენ გულწრფელ პროტესტს. ვისაც თქვენ ენდობით და თვლით რომ არის სპეციალისტი, ჩავრთოთ შეხვედრებში. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნამახვანჰესის საკითხის განხილვაზე ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები დღეს ცაგერში ჩავიდნენ, სადაც რიონის ხეობის მცხოვრებლებსაც ელოდებოდნენ, თუმცა, აქტივისტებმა, რომლებიც ოთხ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, შეხვედრის დახურული ფორმატის გამო, ცაგერში ჩასვლაზე უარი განაცხადეს. მინისტრები ამის შემდეგ იძულებული გახდნენ, ნამოხვანში, იმ ადგილზე წასულიყვნენ, სადაც აქტივისტებს კარავი აქვთ გაშლილი.


ამავე თემაზე:

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას
ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.