ახალი ამბები
"1-ლი სექტემბრიდან მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ვიკერავთ პირს და ვიწყებთ შიმშილობას"- შუქრუთში მცხოვრებლები
FaceBook
შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან მიმდინარე თითქმის ექვსთვიანი პროტესტით, კვლავ არცერთი უწყება არ დაინტერესებულა.

უკვე 172-ე დღეა შუქრუთში მცხოვრებლები ღამეებს კარავში ათევენ, თუმცა გაფიცულების მდგომარეობა ამ დრომდე არავის მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, არც გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან. მათ შორის არც რუსულ კანონზე ხელმომწერ, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს.

შუქრუთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათი ბედით არ დაინტერესდება და პროცესში მედიატორის როლს არ შეასრულებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

"ყველა გვაიგნორებს, სამწუხაროდ, ამიტომ სხვა გზა არ დაგვრჩენია. თუ არ ჩაერთვება ამ პრობლემების მოგვარებაში ცენტრალური მთავრობა, პირველი სექტემბრიდან მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ვიკერავთ პირს და ვიწყებთ შიმშილობას",- განმარტა შუქრუთის მკვიდრმა გიორგი ნეფარიძემ.

რამდენიმე დღის წინ, 24 აგვისტოს, შუქრუთელებმა, სოფელ ჭორვილაში, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სახლთან გადაინაცვლეს. მათ სურდათ, ბიძინა ივანიშვილისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" პირისპირ მარტო არ ყოფილიყვნენ და ამ პროცესებში ცენტრალურ ხელისუფლებას მედიატორის როლი შეასრულებინა. 
თუმცა, ჭორვილას შესასვლელში საგანგებოდ მობილიზებულმა პირებმა, სამართალდამცავებთან ერთად, მათ სოფელში შესვლის და ივანიშვილის სახლთან მისვლის უფლება არ მისცეს. 

თითქმის ექვსი თვეა, კოროხნალის მაღაროსთან კარავია გაშლილი და ადგილობრივები ღამეებს ათევენ. მოსახლეობა ამბობს, რომ წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. ამასთან, კომპანია, ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ ადამიანებს უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


ამავე თემაზე:

"მსვლელობით გავემართებით ჭორვილაში, რათა ხმა მივაწვდინოთ ბიძინა ივანიშვილს" - შუქრუთელების პროტესტი გრძელდება

"აეკრძალოთ აქციის მონაწილეებს, ხელი არ შეუშალონ შპს „მაღაროელს“ მანგანუმის მოპოვებაში“- საჩხერის სასამართლოს გადაწყვეტილება

პროკურატურამ შუქრუთში პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა

100-დღიანი პროტესტი შუქრუთში და "გაჩუმებული" ყველა უწყება

სად არის მაჟორიტარი, როცა შუქრუთელებს 86 დღე უწყვეტი პროტესტი აქვთ

80 დღე კარავში - შუქრუთელების "შეუმჩნეველი" პროტესტი

შუქრუთში მცხოვრებლებს, რომლებიც 71-ე დღეა ღამეს კარვებში ათევენ, "ჯორჯიან მანგანეზი" უჩივის

"2027 წლამდეც რომ დაგვჭირდეს აქ დგომა, ვიდგებით, არ დავიღლებით"- პროტესტის 58-ე დღე შუქრუთში

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე პროტესტით"- საიას განცხადება

ერთთვიანი პროტესტი შუქრუთში და არანაირი გამოხმაურება ხელისუფლებიდან

პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა მაღარო გაჩერებულია

23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს, ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ტოვებს

სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა გრძელდება

"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"- პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში

პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ შუქრუთში

"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.