საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი,
ჰამბურგის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს (კვირაში ორი
სიხშირით) განაახლებს.
უწყების ცნობით, უნგრულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით
დასრულდა. შედეგად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის
აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის
მიმართულებით ხორციელდება. ჯამურად კი, საქართველოდან გერმანიის
მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 8
მიმართულებით ასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წელს,
საქართველოს გერმანიიდან, ჯამურად, 78 644 ვიზიტორი ესტუმრა. 29
აპრილიდან Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან
კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს, ხოლო 3
ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან, ამ ეტაპზე, 6
ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით
ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.
მასალის გამოყენების პირობები