პროტესტის მე-11 დღეს, ჭიათურის სოფელ შუქრუთში, კვლავ კარავია
გაშლილი და მოსახლეობა აქციას მართავს.
ადგილობრივების თქმით, სოფელში, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ
მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად, დაენგრათ და დაებზარათ
საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები. ამიტომ, ათეულობით
ოჯახი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას
სთხოვს.
„ჯორჯიან მანგანეზში“ კი განმარტავენ, რომ ადამიანებს, რომელიც
კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და
თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით,
სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით,
ქუჩაში, 3 წლის წინაც
გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და პირიც ამოიკერეს.
მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220
დღიანი პროტესტის შემდეგ
შედგა.
"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო
კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის
კომპენსაციას მიიღებდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის
მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით
საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე)
ახდენს.
ამავე თემაზე:
"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"- პროტესტის მე-7
დღე ჭიათურაში
პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ
შუქრუთში
"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“
გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში
მასალის გამოყენების პირობები