ახალი ამბები
პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა მაღარო გაჩერებულია
FaceBook
27-ე დღეა, რაც შუქრუთში არსებული ყველა ვახტა და მაღარო გაჩერებულია.
აქ დასაქმებულები ადგილობრივებს, რომლებიც ამდენივე დღეა, კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ აქციებს მართავენ და კარავში ღამეებს ათევენ, სოლიდარობას უცხადებენ.

ამ ხნის მანძილზე შუქრუთში მცხოვრებთა პროტესტით არც ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესებულან და არც სახალხო დამცველი.

პრესსამსახურებში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ პროტესტის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა, შეხვდებიან თუ არა მთავრობის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს, ამაზე კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მოსახლეობის პრობლემებით შემდეგშიც აღარ დაინტერესდებიან.

კონკრეტული პასუხი მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, სადაც აღნიშნეს, რომ შუქრუთში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებენ და თუ გამოიკვეთება მათი ჩართვის საჭიროება, ჩაერთვებიან. თუმცა, არც ომბუდსმენის აპარტში დაუზუსტებიათ, რას ნიშნავს "ჩართვის საჭიროება".

აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი ნეფარიძის თქმით, სახელმწიფომ მათი მოქალაქეები კომპანიის პირისპირ მარტო დატოვა.

„2019 წლის სექტემბრიდან, როდესაც დაიწყო ეს პროცესები, უშედეგოდ ვითხოვთ, რომ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ერთვებიან, თუ ვერ, არ ვიცი. ვართ მხოლოდ კომპანიის პირისპირ, რომელი კომპანიაც აფორმებს რაღაც აბსურდულ ხელშეკრულებებს და ამასაც არღვევს, არ ასრულებს“, - განმარტავს გიორგი ნეფარიძე.

მისივე თქმით, პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ შეთანხმებამდე არ მივლენ.

შუქრუთში მცხოვრებლები სამ კვირაზე მეტია, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მათი სახლების ქვეშ, მიწის სიღრმეში, მადნის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებენ, რის გამოც საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი მიწები დაბზარულია. ამიტომ, ათეულობით ოჯახი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვს.

"ჯორჯიან მანგანეზში" კი აცხადებენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

"ოცნების" მიერ ინიცირებული "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ პროტესტის გამოხატვას.



ამავე თემაზე:

23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს, ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ტოვებს

სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა გრძელდება


"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"- პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში


პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ შუქრუთში

"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.