ახალი ამბები
დაიცავი შენი წილი მიწა - ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
FaceBook
დაიცავი შენი წილი მიწა - ამ სლოგანით, 14 მარტს 13:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები რიონის ხეობის მკვიდრები არიან, რომლებსაც სოლიდარობას საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლები უცხადებენ.

"ისევ ისე ბრძოლა გველის, ისევ ჩვენთან არის ღმერთი, ისევ დგება გადამწყვეტი დღე! მინისტრებთან საუბარს აზრი არ აქვს. მთავრობა დათმობაზე არ მიდის", - ასეთია იმ ადამიანების განწყობა, რომელებიც რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

მთავრობის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორთან ერთად, ხეობის მცხოვრებლებს 12 მარტს შეხვდნენ. შეხვედრაზე დეტალურად უნდა განეხილათ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას ჰესებთან დაკავშირებით აწუხებს. თუმცა, მინისტრებმა შეხვედრა დატოვეს.

ეკონომიკის და სოფლის მეურენეობის განვითარების მინისტრებმა შეხვედარზე მხოლოდ ოთხპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს, რაც ხეობის "მცველებისთვის" მიუღებელია.

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერმინისტრის დავალებით ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა რომ მხარეები გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, დღეს აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.
რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას
ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს

რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს

პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა

"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.