ახალი ამბები
"არანაირ დათმობაზე არ მიდიან" - რიონის ხეობის "მცველი" კომიტეტის სხდომის შემდეგ
FaceBook
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ექვსაათიანი სხდომის  შედეგებით რიონის ხეობის "მცველები" უკმაყოფილოები არიან.

სხდომის დასრულების შემდეგ აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისიპოსტთან საუბარში თქვა, რომ შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა და მათ არსებითად ახალი არაფერი გაუგიათ. ჰესის მოწინააღმდეგეები,  კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოსმენამ, აქციების გაგრძელების აუცილებლობაში კიდევ უფრო დაარწმუნა.

"საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გვიტარებენ და ჩვენც, რა თქმა უნდა, მივდივართ, მერე რომ არ თქვან არ გვხვდებიანო. სინამდვილეში არანაირ დათმობაზე არ მოდიან. პირიქით, ეკონომიკის მინისტრმა თქვა, ვერც მორატორიუმს დავთანხმდებით და ვერც სამუშაოები შეჩერდებაო. აბა რისთვის ვდგავართ ჩვენ აქ ოთხი თვეა? ამიტომაც, ამ პროცესებში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ავირიდოთ თავიდან რადიკალიზაცია, მაგრამ ვერც ისე მოვიქცევით, რომ ადეკვატური რეაქცია არ გვქონდეს",
- ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, 14 მარტს დაგეგმილი აქცია აუცილებლად შედგება, თუმცა, იქნება თუ არა აქციაზე ულტიმატუმი, ამაზე ჯერ არ საუბრობს. მანამდე, 12 მარტს ჰესის მოწინააღმდეგეებსა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა ქუთაისში შედგება.

9 მარტს,  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რიონის ხეობაში 433 მეგავატიანი ჰესების მშენებლობის საკითხს ექვსი საათის განმავლობაში განიხილავდნენ. სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ჰესის მშენებლობაზე ვერც მორატორიუმი გამოცხადდება და ვერც მშენებლობა შეჩერდება.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ადგილობრივებმა 9 მარტს კარავში 135-ე ღამე გაათიეს. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:


"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.