რიონის ხეობაში კომპანია ,,ენკა'' დროებით
სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს.
ამის შესახებ რიონის ხეობაში, შეხვედრაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხეობის
"მცველების" მოთხოვნის შემდეგ განაცხადა.
,,ჩვენ მივუბრუნდებით კომპანიას და
ვთხოვთ, დროებით შეწყვიტოს სამუშაოები. ალბათ, სწორი იქნება,
მოლაპარაკება არა ტექნიკის გუგუნის ფონზე, მშვიდ გარემოში
წარიმართოს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით
ცაგერის კულტურის სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრები სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ. იქ სადაც
ხეობის "მცველებს" თვეებია კარვები აქვთ გაშლილი.
4 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
მინისტრებს, ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს ნამახვანჰესის
პროექტთან დაკავშირებით რეგიონში ჩასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრა და
ინფორმაციის მიწოდება დაავალა.
ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე პარლამენტში
საკომიტეტო მოსმენებიც უნდა გაიმართოს.
რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ
თვეზე მეტია გრძელდება. ადგილობრივებმა 3 მარტს კარავში 130-ე ღამე
გაათენეს. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება
მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში
ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას
ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის
მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით
იმუქრებიან.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს
კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს
ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული
კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის
ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის
მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
ამავე თემაზე:
"სპეცრაზმმა
ორჯერ მოგასწროთ" - რიონის ხეობის "მცველი" ადგილზე ჩასულ
მინისტრებს
რიონის
ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ
წავიდნენ
ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს
ჩავლენ
„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ
არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს
„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმობილია
კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ -
EMC
"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და
აქტივისტებს შორის (ვიდეო)
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს
უყენებენ
მასალის გამოყენების პირობები