ახალი ამბები
19 ნოემბერს დაკავებულებიდან ერთ-ერთს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს
FaceBook
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

ამის შესახებ 20 წლის ახალგაზრდის მეგობრები საუბრობენ. მათ თქმით, დღეს დილით, როცა მათე დევიძე სხვა დაკავებულებთან ერთად გათავისუფლდა, დროებითი მოთავსების იზოლატორის ტერიტორიის დატოვებამდე გამომძიებელმა დაკითხვაზე აიყვანა.

"ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და გამოშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამომძიებელმა წაიყვანა დაკითხვაზე. არ ვიცით რას ედავებიან, არც ის ვიცით როდის გამოუშვებენ. როგორც გავიგე, ნაცემიც არის. მანქანაში უცემიათ", - ამბობს მათე დევიძის მეგობარი, რომელიც ასევე დღეს გაათავისუფლეს იზოლატორიდან.

მათე დევიძემ, სხვა დაკავებულებთან ერთად, იზოლატორში 48 საათი გაატარა. დღეს, დროებითი მოთავსების საკანი სულ ცხრა პირმა დატოვა.

19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე სულ 16 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გამოუშვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.