ვიდეო
"სოფელი უწყლოდ ვართ" - გურნის მცხოვრებლები სასმელ წყალს წყაროებიდან ეზიდებიან
FaceBook

"სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილ ხალხს წყალიც კი არ გვაქვს", - ამბობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნაში მცხოვრები 67 წლის ჯუმბერ ხერხაძე, რომლის თქმით, სოფლის მკვიდრებს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებთ.


ადგილობრივები ამბობენ, რომ ადამიანები იძულებულები არიან საცხოვრებლად ქალაქებში გადავიდნენ, რადგან სოფელში, სადაც არ აქვთ წყალი, წისქვილი, ამბულატორია და სასწრაფოს მანქანას დროულად მისვლაც უჭირს, ცხოვრება რთულია.

„სოფელი იცლებაო ამბობენ, წავა ხალხი აბა რას იზამს, ელემენტარული წყალი რომ არ იქნება, სოფელში ცხოვრება ხომ ისედაც არაა მარტივი კლიმატის გათვალისწინებით და მით უფრო, როცა ინფრასტრუქტურაც არ არის, ადამიანი მარტივ გამოსავალს ირჩევს და მიდის ქალაქში“, - ამბობენ სოფელში.

ჯუმბერ ხერხაძე 67 წელია გურნაში ცხოვრობს. მას სასმელი წყლის მოსაპოვებლად, ყოველდღიურად, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევს.

გურნის მოსახლოება სასმელ წყალს მათ მიერვე მოწყობილი წყაროებიდან (რომელიც სოფლის დასახლებიდან შორს არის) ეზიდება. ადგილობრივების ნაწილს კი, ეზოებში ჭა აქვთ და მის იმედად არიან, თუმცა ზაფხულობით ისიც შრება.



"გურნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარეობს ექვსი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები. რაც შეეხება სოფელ გურნას, ვერ მოხდა არსებულ პროექტში გათვალისწინება, ვინაიდან სათავეზე არსებული წყლის დებეტი არ იქნებოდა საკმარისი მოემარაგებინა სოფლის მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, დამატებით დაგეგმილია სოფელ გურნისა და კისორეთის წყლით უზრუნველყოფის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა, შემდგომი რეალიზების მიზნით", - აღნიშნულია ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან მიღებულ წერილში.

ტყიბულის მერიას ასევე ვკითხეთ, რატომ იცლება სოფელი და რა ნაბიჯებს დგამენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა, მათგან, წერილობით გაგზვანილ ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. ისევე, როგორც უპასუხოდ დატოვეს კითხვა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ დროისთვის სოფელ გურნაში. ამის საპასუხოდ, ვიკიპედიიდან ამოღებული, 10 წლი წინ ჩატარებული მოსახლოების საყოველთაო აღწერის მონაცემი მოგვაწოდეს, რომლის თანახმად, გურნაში 2014 წელს 419 ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, ამ დროისთვის სოფელში ძალიან ცოტა ადამიანია შემორჩენილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:12 / 18.12.2024
"მინდა რომ სოფელი გაძლიერდეს და ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო", - ამბობს მარიტა გოტიაშვილი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.
უკვე 4 წელია, თეონა ლევიძის დილა, 07:00 საათზე, საქონლისა და
ფრინველების მოვლა-პატრონობით იწყება, დღის დარჩენილი ნაწილი კი
სახლის საქმეებში გადის.
12:50 / 17.12.2024

უკვე 4 წელია, თეონა ლევიძის დილა, 07:00 საათზე, საქონლისა და ფრინველების მოვლა-პატრონობით იწყება, დღის დარჩენილი ნაწილი კი სახლის საქმეებში გადის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.