ქუთაისის მერიის მიერ სატრანსპორტი ხაზებზე გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა.
მერიამ 18 ხაზზე, რომელთაც ნებართვის ვადა გასული ქონდათ, კონკურსი 15 ლოტად ჩაატარა. აქედან, 10 ლოტზე კონკურსი ჩაიშალა. მერიაში განმარტავენ, რომ კონკურსის ჩაშლის მიზეზი მძღოლების მხრიდან საბუთების არასათანდო წარდგენა იყო.
კონკურსი წარმატებით დასრულდა შემდეგგ 5 ლოტზე: ლოტი#2,მარშრუტი #5, ლოტი#5, მარშრუტი#11; 37; ლოტი#6 მარშრუტი #18; ლოტი#7, მარშრუტი#20. ლოტი#13 მარშრუტი #55.
როგორც მერიაში განმარტავენ, ჩაშლილ 10 ლოტზე კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ქუთაისის მერიამ 18 საქალაქო სატრანსპოტო ხაზზე კონკურსი მიმდინარე წლის 29 მაისს გამოაცახადა. კონკურსის მიმდინარეობით,
მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ქუთაისის მერი, შოთა მურღულია განმარტავადა, რომ
კონკურსის დისკედიტაცია იგეგმებოდა.
მასალის გამოყენების პირობები