ქუთაისის მერიაში საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე
ნებართვის მაძიბელთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. მერიაში შექმნილმა 8 წევრინმა სპეციალურმა კომისიამ კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყო.
აღნიშნულ პროცესს მერიის შესასვლელში დამონტაჟებული მონიტორის მეშვებით თავად კონკურსში მონაწილეებიც უყურებენ.
"ეს რა წესია, პატარა ოთახში რომ დაგვიდგეს 3/4-ზე ფორმატის მონიტორი. ან აქედან რა გამოჩნდება. არაფერი გამჭვირვალე არ არის კონკურსი", - ამბობს კონკურსში მონაწილე გელა ხელაძე.
"წლებია ვმუშაობ ამ სფეროში. ტრანსპორტიც გამართული მყვას. მაგრამ ალბთ ის გაიმარჯვებს, ვისაც მეტი ფულ აქვს და ნანათხოვარი ტრანსპორტით არის მოსული", - ასე აფასებს კონკურსში მონაწილე კიდევ ერთი მძღოლი, დურმიშხან ტურაბელიძე. მისი თქმით, მან განაცხადი #6 მიკროსაავტუბუსო ხაზზე შეიტანა.
"შიგნით ვინ ზის კაცმა არ იცის, მხოლოდ ქალაქი მერი ვიცანი და კიდევ ერთი. სხვები არ ვიცი ვინ არიან. გამჭვირვალე რომ იყოს შიგნით ვიქნებოდით ჩვენც", - განმარტავს გიორგი ჯიშკარიანი.
ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზების ახალ მფობელებს
დღესვე გამოავლენს.
საუბარია, იმ M2 კატეგორიის 18 მიკროსაავტობუსო ხაზზე ( №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები) რომლებსაც მუშაობის ვადა უკვე გაუვიდათ. მერიის საკონკურსო პირობების მიხედვით,
აღნიშნულ ხაზებზე 84 ერთეული ტრანპორტია გათვალისწინებული. თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები