ახალი ამბები
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, რომელმაც არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა მოწმე პოლიციელების დაკითხვის შესახებ. საუბარია ორ პოლიციელზე, რომლებიც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე გამოიკითხნენ.

ნინო სახელაშვილმა, იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულ საქმეში არსებობს მათი გამოკითხვის ოქმები, საჭიროდ აღარ მიიჩნია პოლიციელების სასამართლოში მიყვანა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ამით თავი აარიდა ცრუ მოწმე პოლიციელების სასამართლოში წარდგენას, რათა კიდევ ერთხელ არ გამჟღავნებულიყო მათ მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები. დღესვე, არსებობდა მოლოდინი, რომ პროკურატურა მოწმის სახით გამოიძახებდა ბათუმის პოლიციის უფროსს, თუმცა, ირაკლი დგებუაძე სასამართლოში ჯერჯერობით არ დაუბარებიათ.

მზია ამაღლობელი ორ თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იგი 12 იანვარს მეორედ დააკავეს, უკვე სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე. მზია ამაღლობელს ბრალად ედება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნა, რის გამოც მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 


ამავე თემაზე:

მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.