ახალი ამბები
"ხვალიდან გადავდივართ საზღვრების პიკეტირებაზე" - მაღაროელების აქცია ჭიათურაში
FaceBook
მაღაროელები ქალაქიდან გასასვლელების პიკეტირებას იწყებენ.

ჭიათურის ცენტრში შეკრებილებმა მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა "ჯორჯიან მანგანეზს" ქალაქიდან მანგანუმის გატანის უფლება არ მისცენ. ამის უზრუნველსაყოფად, მშრომელები ჭიათურის გასასვლელების პიკეტირებას აპირებენ. ასევე გეგმავენ მუშაობაში ხელი შეუშალონ კოოპერატივებს, რომლებიც წიაღისეულს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ.

"ვაცხადებთ უვადო, გრძელვადიან ბრძოლას. ხვალიდან გადავდივართ საზღვრების პიკეტირების რეჟიმზე. აქ, მერიასთან აღარ იქნება ყოველდღიური აქციები. მთელი რესურსი იქნება მიმართული ცხელ წერტილებში. ასევე, იქნება შესაბამისი ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე [ღია კარიერზე] ავა და იმოქმედებს შესაბამისად. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ბუნებრივი რესურსი გავიდეს ჭიათურის გარეთ", - განაცხადა აქციაზე პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ტარიელ მიქაცაძემ.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნები, რომელთა შორის პირველია სამი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრება. ჭიათურელები, ასევე ითხოვენ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ქალაქიდან გასვლას, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას და მაღაროების ნაციონალიზაციას.

ჭიათურაში ერთი თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროელებმა, რომლებთან შესახვედრად "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი არ ჩავიდა, თავად გადაწყვიტეს დედაქალაქში წასვლა, თუმცა, არც თბილისში ხუთდღიანმა აქციებმა გამოიღო შედეგი. პროტესტის მონაწილეები, ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც კი არ მიიწვიეს. 29 მარტს, მაღაროელები ისევ ჭიათურაში დაბრუნდნენ და მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ამავე თემაზე:


"ჩაგვრთონ კომისიაში" - მაღაროელები სამმხრივი ფორმატის შეხვედრებს უნდობლობას უცხადებენ


მაღაროელების აქცია ჭიათურიდან დედაქალაქში ინაცვლებს


მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print
FaceBook Twitter
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:59 / 31.03.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის შესახებ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან 34
წელი გავიდა.
12:39 / 31.03.2025
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.