ახალი ამბები
"ქუთაისი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის"
FaceBook
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა.

საბჭოთა ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ, დღევანდელ დღეს, ქართველმა ხალხმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთისგან საბოლოოდ გათავისუფლება რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 %-მა მოითხოვა, 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აქცია გაიმართება. მოქალაქეები შეიკრიბებიან ქუთაისშიც. ადგილობრივები მერიის წინ 19:00 საათიდან მივლენ.  მასშტაბური აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება დედაქალაქშიც. როგორც ცნობილია, რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს და ოპოზიციასთან შეთანხმებულ სამოქმედო გეგმას გააცნობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.