ახალი ამბები
"გარკვეული ორგანიზაციები იბრძვიან, რომ წაახალისონ სოციალური უკმაყოფილება" - პაპუაშვილი მაღაროელების პროტესტზე
FaceBook
"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ჭიათურაში შექმნილ კრიზისზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

შალვა პაპუაშვილი ქვეყანაში არსებულ სოციალურ პროტესტებს უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს უკავშირებს და ამბობს, რომ ცალკეული ბიზნესაქტივისტები სოციალურ უკმაყოფილებას ახალისებენ, რეალურად კი უმუშევრობის და სიღარიბის დონე ყოველწლიურად მცირდება.

"ჩვენი მთავარი საზრუნავი არის თითოეული ჩვენი მოქალაქე და ეს არის, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება"  2012 წლიდან მოყოლებული. ამას რომ ვაკეთებთ, იმიტომ არის, რომ ჩვენთან უმუშევრობა 27%-დან 11 %-მდე ჩამოვიდა და ჩვენ არჩევნებზე იმ დაპირებით გავედით, რომ 4%-მდე ჩამოვიყვანთ უმუშევრობას. ამის გამოა, რომ ჩვენთან სიღარიბე 30%-დან 11%-მდე ჩამოვიდა და ჩვენ 2028 წლამდე ვაპირებთ, რომ 14%-მდე დავწიოთ ეს მაჩვენებელი.

მთელი ჩვენი საზრუნავი სინამდვილეში ეს არის და ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დარჩნენ უმუშევარი. [...] მინდა, მათ შორის მაღაროელებსაც და ჭიათურელებს ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა ზრუნავს ამაზე. [...] ეს არ არის ჩვენი, რაღაც სპორადული და მომენტიდან გამომდინარე ზრუნვა, ეს ნაწილია ჩვენი პოლიტიკის. ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის ამოცანა. ჩვენთვის ეკონომიკური განვითარება არის ეროვნული ინტერესის დონეზე აყვანილი. ჩვენ თუ ეკონომიკურად არ განვვითარდით, თუკი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა არ აიწია, დავივიწყოთ საუბარი ნებისმიერი წარმატებული გაერთიანების წევრობაზე, არავის არ ვჭირდებით ჩვენ, ჩვენ თუ ვიყავით ღარიბი ქვეყანა, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ზუსტად ამიტომ, არიან ძალები, რომლებიც ამას ურტყამენ.

ვხედავთ, ჩვენ კვლავ, გარკვეული ორგანიზაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული, გარკვეული ბიზნესაქტივისტები და არა ბიზნესმენები, რომლებიც შეკრებილი არიან ცალკეული აქტივისტის გარშემო, იბრძვიან იმისთვის, რომ რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი ეკონომიკა, წაახალისონ სოციალური უკმაყოფილება. ეს ყველაფერი არის ნაწილი, საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმისა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს ხელყოფილ. [...] მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში, თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, მეშახტეზე, არის საქართველოს ხელისუფლება", -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ჭიათურაში ერთი თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროელებმა, რომლებთან შესახვედრად "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი არ ჩავიდა, თავად გადაწყვიტეს დედაქალაქში წასვლა, თუმცა, არც თბილისში ხუთდღიანმა აქციებმა გამოიღო შედეგი. პროტესტის მონაწილეები, ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც კი არ მიიწვიეს. 29 მარტს, მაღაროელები ისევ ჭიათურაში დაბრუნდნენ და პროტესტს მერიის შენობასთან აგრძელებენ.

ამ დრომდე შეუსრულებელია მათი ორი მთავარი მოთხოვნა: მაღაროების მმართველი კომპანიისგან სამთვიანი დავალიანების გასტუმრება და "ჯორჯიან მანგანეზისთვის" მადნის მოპოვების ლიცენზიის ჩამორთმევა.

ამავე თემაზე:


"ჩაგვრთონ კომისიაში" - მაღაროელები სამმხრივი ფორმატის შეხვედრებს უნდობლობას უცხადებენ


მაღაროელების აქცია ჭიათურიდან დედაქალაქში ინაცვლებს


მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:59 / 31.03.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის შესახებ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან 34
წელი გავიდა.
12:39 / 31.03.2025
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.