ახალი ამბები
"მაღაროელებს ჭიათურის კრიზისის შესახებ შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ"
FaceBook
7 ორგანიზაცია "ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეხვდეს ჭიათურელი მაღაროელების წარმომადგენლებს და სამუშაო ჯგუფის/კომისიის ყველა მომდევნო შეხვედრაში მათი ჩართულობა უზრუნველყოს.
ორგანიზაციების ( სოციალური სამართლიანობის ცენტრი; სახელოვნებო სფეროს პროფკავშირი „გილდია“; მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი; სოციალურ მუშაკთა გაერთიანება; საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი;  პროფკავშირი „ლაბორი“ და მედიატორთა პროფესიული კავშირი) განცხადებით, დაუშვებელია, მაღაროელებს და ჭიათურის სხვა მცხოვრებლებს, ჭიათურაში, მანგანუმის მოპოვების შესახებ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ, რადგან მათი 
სამომავლო ბედი სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული. 

"როგორც ცნობილია, 19 მარტს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საქართველოს პროფესიული კავშირების მოწვევით, გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგგარეშე სხდომა, რომელზე ჭიათურაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. კომისიის გადაწყვეტილებით, პროფკავშირების და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლების შემადგენლობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც „იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას".

აღსანიშნავია, რომ არც სამმხრივი კომისიის სხდომაზე და არც 28 მარტს გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ მიუწვევიათ და მათში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ ჭიათურელ მაღაროელებს, ისევე როგორც ზოგადად ჭიათურის მოსახლეობის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელები, რომლებიც სამსახურის და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, ჯერ კიდევ 28 თებერვლიდან აქციებს მართავენ და ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილობრივთა უგულებელყოფა და მათი პროცესიდან გამორიცხვა კონსტიტუციურ და უფლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება. დაუშვებელია ამის გაგრძელება, მით უმეტეს, როცა მაღაროელები დიდიხანია უნდობლობას უცხადებენ პროცესში დასაქმებულების მხრიდან მონაწილე პროფესიული კავშირების გაერთიანებას", - აღნიშნულია ორგანიზაციების განცხადებაში.

ჭიათურაში ერთი თვეა, უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროელები სამი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და ჭიათურაში მადნის მომპოვებელი კომპანიისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას ითხოვენ. ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე მყოფ ქალაქში, ადგილობრივებთან შესახვედრად "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი არ ჩასულა. ისინი არც ჯანდაცვის სამინისტროს სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიიწვიეს

სამუშაო ჯგუფმა, დახურული მაღაროების აღდგენისა და იანვრის თვის ხელფასის გაცემის შესაძლებლობაზე მათ გარეშე იმსჯელა. კომისიის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის გერმანული კომპანია DMT -ს დასკვნას, რომელიც "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" მაღაროების გაჩერებას დაუდო საფუძვლად.

მაღაროელებისთვის, რომლებსაც სამი თვეა, ხელფასი არ აუღიათ, აქვთ დაგროვილი საბანკო და კომუნალური გადასახადები, ერთი თვის ხელფასი პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს. მათი თქმით, საწარმოების დახურვის შემდეგ, ჭიათურა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა, რადგან ქალაქში, მაღაროს გარდა, სხვა დასაქმების ალტერნატივა არ არსებობს.

ვიდრე სამუშაო ჯგუფი ჭიათურის პრობლემებზე ჭიათურელების გარეშე მსჯელობს, მაღაროელები ცდილობენ, "ჯორჯიან მანგანეზს" ქალაქიდან მანგანუმი არ გაატანონ, რისთვისაც გასასვლელებთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ.


ამავე თემაზე:

"ჩაგვრთონ კომისიაში" - მაღაროელები სამმხრივი ფორმატის შეხვედრებს უნდობლობას უცხადებენ

მაღაროელების აქცია ჭიათურიდან დედაქალაქში ინაცვლებს


მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:59 / 31.03.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის შესახებ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან 34
წელი გავიდა.
12:39 / 31.03.2025
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.