ახალი ამბები
დღეს ჭიათურაში მასშტაბური აქცია გაიმართება
FaceBook
29 მარტს, ჭიათურელი მაღაროელები მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ.

ადგილობრივები ჭიათურის მერიასთან 13:00 საათიდან შეიკრიბებიან. მშრომელები, დედაქალაქში ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში შედეგების გარეშე დაბრუნდნენ. მაღაროელებს "ქართული ოცნების" მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ შეხვდა. ისინი არც ჯანდაცვის სამინისტროს სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიიწვიეს. სამუშაო ჯგუფმა, დახურული მაღაროების აღდგენისა და იანვრის თვის ხელფასის გაცემის შესაძლებლობაზე მათ გარეშე იმსჯელა. კომისიის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის გერმანული კომპანია DMT -ს დასკვნას, რომელიც "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" მაღაროების გაჩერებას დაუდო საფუძვლად.

მაღაროელებისთვის, რომლებსაც სამი თვეა ხელფასი არ აუღიათ, აქვთ დაგროვილი საბანკო და კომუნალური გადასახადები, ერთი თვის ხელფასი პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს. მათი თქმით, საწარმოების დახურვის შემდეგ, ჭიათურა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა, რადგან ქალაქში, მაღაროს გარდა, სხვა დასაქმების ალტერნატივა არ არსებობს.

ვიდრე სამუშაო ჯგუფი ჭიათურის პრობლემებზე ჭიათურელების გარეშე მსჯელობს, მაღაროელები ცდილობენ "ჯორჯიან მანგანეზს" ქალაქიდან მანგანუმი არ გაატანონ, რისთვისაც გასასვლელებთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ.

ჭიათურაში ერთი თვეა უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროელები სამი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და ჭიათურაში მადნის მომპოვებელი კომპანიისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას ითხოვენ. ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე მყოფ ქალაქში, ადგილობრივებთან შესახვედრად "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენელი არ ჩასულა.


ამავე თემაზე:

"ჩაგვრთონ კომისიაში" - მაღაროელები სამმხრივი ფორმატის შეხვედრებს უნდობლობას უცხადებენ

მაღაროელების აქცია ჭიათურიდან დედაქალაქში ინაცვლებს


მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.