ახალი ამბები
"ჭიათურაში ყოველი მესამე ოჯახი სოციალურად დაუცველია" - მაღაროელების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ.

მშრომელები, რაიონში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" მთავრობას აკისრებენ და მისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მაღაროელები აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როცა ჭიათურაში ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველია, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" კი სამი თვეა ხელფასს არ რიცხავს, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია თავისი მოსახლეობა ამ გასაჭირისგან იხსნას. მშრომელები, ასევე მოუწოდებენ ჯანდაცვის მინისტრს, უარი თქვას სამინისტროს სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფში პროფკავშირების მონაწილეობაზე, რომელსაც მაღაროელები უნდობლობას უცხადებენ.

"ჯორჯიან მანგანეზის" უკანონო ქმედების გამო, რომელიც მონურ პირობებში ამუშავებს 3620 დასაქმებულს, უკვე მესამე თვეა არ გაცემულა ხელფასები. ჭიათურაში ყოველი მესამე ოჯახი სოციალურ შემწეობას იღებს, ყველა დასაქმებულს აქვს საბანკო ვალდებულებები და ხელფასების შეჩერებით მათ შეექმნათ ძალიან დიდი პრობლემები, უკვე საკითხი დგას იპოთეკური სესხებიდან გამომდინარე, ადამიანების საცხოვრებლებიდან გამოსახლებაზე. 29 დღიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ოფიციალური გამოხმაურება მთავრობის მხრიდან არ მომხდარა. სახელმწიფო და კონკრეტულად ეს სამინისტრო, ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა იქ მცხოვრებ ადამიანებზე, დარიგდეს სამი თვის ხელფასი. ასევე, მოვუწოდებთ სამინისტროს გამოიწვისო პეტრიაშვილის პროფკავშირი ამ სამმხრივი კომისიის შემადგენლობიდან და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას მაღაროელთა წარმომადგენელი",- განაცხადა პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ტარიელ მიქაცაძემ.

დღეს, ჯანდაცვის სამინისტრომ მასთან არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში გამართული შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც მაღაროელები, მათი მოთხოვნის მიუხედავად, არ მონაწილეობენ, მაღაროებში შეწყვეტილი სამუშაოები აღდგენისა და იანვრის თვის ხელფასის დარიცხვის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის გერმანული კომპანია DMT -ს დასკვნას, რომელიც კომპანიამ მაღაროების გაჩერებას დაუდო საფუძვლად. შეხვედრის მონაწილეებმა, პრობლემის გადასაჭრელად, საჭიროდ მიიჩნიეს ჭიათურაში ჩასვლა, რაც 29 დღიანი პროტესტის განმავლობაში არ მომხდარა.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ მიიწვიეს მაღაროელები.

მშრომელები კომისიის შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ თვეების განმავლობაში დაგროვილი საბანკო და კომუნალური ვალდებულებების პირობებში, ერთი თვის ხელფასი ჭიათურელების ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. მაღაროელები არ ცვლიან თავიანთ პირობებს და კვლავ მოითხოვენ ჭიათურაში მადნის მომპოვებელი კომპანიისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას. მანამდე, მშრომელები "ჯორჯიან მანგანეზისგან" სამთვიანი სახელფასო დავალიანების გაცემას მოითხოვენ.



ამავე თემაზე:

მაღაროელების აქცია ჭიათურიდან დედაქალაქში ინაცვლებს

მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენის შესახებ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან 34
წელი გავიდა.
12:39 / 31.03.2025
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის დაანონსებულ გახსნამდე ერთი თვეა
დარჩენილი -
12:00 / 30.03.2025
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის დაანონსებულ გახსნამდე ერთი თვეა დარჩენილი - "ოცნების" ხელისუფლების ბოლო დაპირებით, ბულვარი 2 მაისს, გვირილობის დღესასწაულზე უნდა გაიხსნას.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.