ახალი ამბები
როგორ გამოიყურება ქუთაისის ცენტრალური ბულვარი გახსნამდე ერთი თვით ადრე
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის დაანონსებულ გახსნამდე ერთი თვეა დარჩენილი - "ოცნების" ხელისუფლების ბოლო დაპირებით, ბულვარი 2 მაისს, გვირილობის დღესასწაულზე უნდა გაიხსნას.

საზეიმო ვითარებაში გახსნამდე კი ქალაქის მთავარ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები ისევ გრძელდება.







როგორც მუშები გვეუბნებიან, მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 მაისამდე დაასრულონ. არადა, პირველადი ხელშეკრულებით, სამუშაოები, ჯერ კიდევ, გასული წლის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო. 

უკვე ზუსტად ერთი წელია, რაც ქალაქის მთავარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი შემოღობილია. ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის მარტიდან მიმდინარეობს. 

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამუშაოებს კი - შპს "დაგი". ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ბულვარში 25 ძირი ხე მოჭრეს. როგორც ფონდში გვითხრეს, გამხმარი და ზეხმელი ხეები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოიჭრა, მანამდე კი მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება/ აღწერა (სატყეო ტაქსაცია) განხორციელდა. ფონდში განმარტეს ისიც, რომ პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ახალი ხე-მცენარეების დამატებაც.

პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება უცვლელი უნდა დარჩეს, განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა. პარკის ცენტრალურ ნაწილში ეწყობა „გვირილობის მოედანი“, ხოლო ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცე.

პარკში ასევე ეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, მონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები და რეაბილიტირდება არსებული საზოგადობრივი საპირფარეშო.

ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბულვარში განთავსებული კაფე-ბარი "სავანე" სასწრაფოდ დაანგრიეს, სამუშაოების დაწყების განცდის შესაქმნელად კი ტერიტორია მალევე შემოღებეს. უნდა აღნიშნოს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოტოები, თუ როგორი უნდა იყოს რეაბილიტირებული ბულვარი, სწორედ ამ პროცესების შემდეგ გაასაჯაროვა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები 2023 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც მგფ-ში განმარტავდნენ, ბაღში განთავსებული ნაგებობის, (კაფე-ბარ ,,სავანეს’’) გამო ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც საქმეში მერიაში ჩაერია და საქალაქო სასამართლოში განხორციელებული დავების შედეგად, უკვე 2023 წლის 27 დეკემბერს ,,სავანე’’ დაანგრია.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.

ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

როგორი უნდა იყოს ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ, ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.