ახალი ამბები
მაღაროელები დღეს პროფკავშირების სასახლესთან შეიკრიბებიან
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტს დედაქალაქში აგრძელებენ.

დღეს, აქციის მონაწილეები "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" ოფისთან შეიკრიბებიან. მაღაროელები უნდობლობას უცხადებენ პროფკავშირების თავმჯდომარეს და მის მონაწილეობას სამმხრივი კომისიის ჯგუფში, რომელიც ჭიათურაში არსებულ კრიზისზე სამსჯელოდ შეიქმნა. მშრომელები აცხადებენ, რომ პროფკავშირი ორიენტირებულია პრობლემის დროებით მოგვარებაზე და რეალურად არ წარმოადგენს მშრომელების ინტერესებს. მაღაროელები, კომისიაში პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრების ჩართვას მოითხოვენ.

ჭიათურაში, მაღაროში დასაქმებულების პროტესტი 28 თებერვალს დაიწყო. მშრომელები, რომლებიც "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" გადაწყვეტილებით, სამსახურის გარეშე დარჩნენ, გაუცემელი ხელფასის დარიცხვას და საწარმოების, რომლებსაც 2006 წლიდან "ჯორჯიან მანგანეზი" ფლობს, სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ.

24 მარტიდან, მაღაროელების პროტესტმა დედაქალაქში გადაინაცვლა. მშრომელები ჯერ მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლეს და საეთერო დრო მოითხოვეს. მაღაროელები ამბობენ, რომ საწარმოების დახურვის შემდეგ, ჭიათურა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა; ვერ იხდიან ბანკის სესხებს და კომუნალურ გადასახადებს. აქციის მონაწილეებმა პირობა მიიღეს, რომ მაუწყებლის ეთერში სასაუბროდ დრო დაეთმობათ, თუმცა, როდის, ჯერ არ იციან. 


ამავე თემაზე:

მაღაროელების აქცია ჭიათურიდან დედაქალაქში ინაცვლებს

მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.