ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ოთხთვიანი დროებითი მართვის
რეჟიმის შემდეგ, სრული დატვირთვით ამუშავდა.
როგორც საწარმოში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე
ფასები შემცირებულია და გაყიდვებს ჯერ კიდევ წარმოების ტემპი ასწრებს,
ქარხანა მზად არის საერთაშორისო ბაზრის სტაბილიზაციისთანავე,
მაქსიმალურად გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები.
"საწარმო ყოველთვიურად იღებს მაღალი ხარისხის იმპორტულ მადანს, რაც
დაბალი თვითღირებულების გამო, წარმოების უწყვეტობასა და მდგრადობას
უზრუნველყოფს. დროებითი მართვის პერიოდში განხორციელებული კაპიტალური
სარემონტო სამუშაოები კი ქარხანას საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო
სტაბილურად და ეფექტიანად იმუშაოს",- განმარტავენ "ჯორჯიან
მანგანეზში".
2024 წლის 1-ლი ნოემბრიდან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ
წარმოების პროცესი გააჩერა. "ჯორჯიან მანგანეზში",
რომელიც საწარმოში 100%-იანი წილის მფლობელია, წარმოების პროცესის
შეწყვეტა მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნისა
და მოთხოვნის შემცირების მიზეზით ახსნეს. ასევე, განაცხადეს, რომ
გართულებულ პირობებს თან დაერთო მადნის დეფიციტი, რაშიც სოფელ
შუქრუთში მიმდინარე პროტესტის მონაწილეები დაადანაშაულეს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ამ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის
60%-ს გადაუხდიდნენ და სრულად შეუნარჩუნებდნენ სადაზღვევო პაკეტს.
თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ
კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებოდნენ, ხელფასის 100%-ს
აუნაზღაურებდნენ.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დროებითი მართვის რეჟიმის
პირობების შესახებ შათანხმებას ყველა თანამშრომელმა მოაწერა ხელი.
ამავე თემაზე:
ზესტაფონის ქარხანაში, სადაც საწარმოო პროცესი შეჩერებულია,
სარემონტო სამუშაოები იწყება
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოების პროცესს
აჩერებს
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო
მუშაობას წყვეტს
მასალის გამოყენების პირობები