ახალი ამბები
"ჩაგვრთონ კომისიაში" - მაღაროელები სამმხრივი ფორმატის შეხვედრებს უნდობლობას უცხადებენ
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც სამი კვირაა "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, სამუშაო ჯგუფს, რომელშიც მშრომელები არ ჩართეს, უნდობლობას უცხადებენ.

პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ სამმხრივ კომისიაში მხარედ წარმოდგენილია "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება", რომელიც მშრომელების სახელით პოზიციონირებს, თუმცა, არ წარმოადგენს მათ ინტერესებს.

"აღმოჩნდა, რომ ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირი უნდა იყოს ამ კომისიაში. ადამიანი, რომელმაც არაფერი იცის არც მაღაროზე, არც ჭიათურაზე. წარმომადგენელიც არ ჰყავთ აქ, ადგილზე, რომ რაიმე ინფორმაცია მიაწოდონ. ხალხთან არ გამოჩენილან პროტესტის დაწყებიდან დღემდე. ასეთმა ხალხმა როგორ უნდა გადაწყვიტოს მუშათა პრობლემები? არ ვეთანხმებით და ვემიჯნებით იმას, რომ პეტრიაშვილი უნდა იყოს მუშათა წარმომადგენელი ამ კომისიაში. ვითხოვთ, ჩაგვრთონ კომისიაში და მოგვცენ უფლება ჩვენი სიტყვა დავაფიქსიროთ", - ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

მისი თქმით, მაღაროელები, ამ ეტაპზე იძულებულები არიან პროფკავშირის წევრებად დარჩნენ, რადგან პროფკავშირსა და კომპანიას შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, "ჯორჯიან მანგანეზი" ვალდებულია თანამშრომლებს ხელფასის 60% გადაუხადოს. პროფკავშირის დატოვების შემთხვევაში, მაღაროელები ამ თანხას ვეღარ მიიღებენ.

მაღაროელები უკმაყოფილოები არიან "ქართული ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებითაც, რომელიც მან ჭიათურაში მიმდინარე პროტესტზე გააკეთა. კობახიძემ თქვა, რომ კომპანიამ რენტაბელობა დაკარგა, სახელმწიფოს მიერ კერძო საწარმოს გადაბარება კი პრინციპულად არასწორია. ირაკლი კობახიძის განცხადებამ მაღაროელებს დაუტოვა განცდა, რომ მისი სახელით "ჯორჯიან მანგანეზი" საუბრობდა.

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იჯდა [ეთერში] და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. პირდაპირ ილაპარაკა ის, რასაც ამბობენ ხოფერია, თუთბერიძე და სხვები, რომ არარენტაბელურია მაღაროები და ასე შემდეგ. ჩვენი ინტერესი საერთოდ არ გაითვალისწინა. კარგია რომ რაღაც თქვა, მაგრამ რაც თქვა, ეს იყო ძალიან ცუდი", - ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჭიათურაში მიმდინარე აქციებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირველი პასუხი მაღაროელების სამკვირიან პროტესტზე.

ჭიათურაში სამი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მაღაროელები, ადგილობრივებთან ერთად, მადნის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას და საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემას ითხოვენ. მშრომელები ხუთი თვეა უმუშევრები არიან, ბოლო ორი თვე კი ხელფასიც არ აუღიათ. "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ საწარმოების დახურვის შემდეგ, 3500-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჭიათურელებს აღარ აქვთ საკვების ფული, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს და ბანკის ვალებს. ქალაქი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მაღაროშია დასაქმებული, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინაშეა.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა", რომელიც ჭიათურაში 2006 წლიდან წიაღისეულს მოიპოვებს, 7 მარტს განაცხადა, რომ მაღაროებში სამუშაოები აღარ განახლდება. ერთ კვირაში კი სასამართლოს, საწარმოს გაკოტრების აღიარების მოთხოვნით მიმართა.

ამავე თემაზე:

მაღაროელების აქცია ჭიათურიდან დედაქალაქში ინაცვლებს

მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ

მაღაროელები "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებას არ აპირებენ

"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების ექვსპუნქტიანი მოთხოვნა

ჭიათურის კრიზისი

"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"

"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ ხელფასს ისევ უგვიანებენ

„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის პარადოქსი
Print
FaceBook Twitter

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე
გადავიდნენ.
13:57 / 01.04.2025
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას
უკრძალავს -  დამტკიცებულია.
13:56 / 01.04.2025
კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს -  დამტკიცებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.