ახალი ამბები
მთავრობა დუმს, "ჯორჯიან მანგანეზი" კი შუქრუთში პროტესტის მონაწილეებს სამსახურებიდან ათავისუფლებს
FaceBook
137 დღე კარავში და არანაირი რეაგირება სახელმწიფოს უწყებებიდან - ასეთია ვითარება სოფელ შუქრუთში, სადაც მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მანგანუმის მოპოვების შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას აპროტესტებს. 
პროტესტის მონაწილე გიორგი ნეფარიძე განმარტავს, რომ ერთადერთი "რეაგირება", რაც მათ პროტესტს მოჰყვა, "ჯორჯიან მანგანეზის" კონტრაქტორი კომპანიების მიერ აქციის ორი მონაწილის სამსახურიდან გათავისუფლება იყო. 

"მანამდე იყო მუქარები, რომ თუ არ შეწყვეტდნენ პროტესტს, სამსახურს დაატოვებინებდნენ, ასეც მოხდა. ეს მუქარები პროტესტის სხვა მონაწილეების მიმართაც დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, კომპანია ძალადობის გზით და პროვოკაციით ცდილობს, მუშა პროცესის აღდგენას",- ამბობს შუქრუთის მკვიდრი გიორგი ნეფარიძე.

რატომ გაათავისუფლეს სამსახურებიდან შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილეები - ამაზე პასუხის მიღებას "ჯორჯიან მანგანეზისგან" შევეცადეთ, თუმცა კომპანიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

4 თვეზე მეტია, კოროხნალის მაღაროსთან კარავია გაშლილი და ადგილობრივები ღამეებს ათევენ, თუმცა, ამ ხნის მანძილზე, გაფიცულების მდგომარეობა არავის მოუკითხავს, არც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან, მათ შორის, არც გუბერნიის ადმინისტრაციიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან. მათი ბედით არ დაინტერესებულა რუსულ კანონზე ხელმომწერი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძეც, რომლის ბიუროშიც გვითხრეს, რომ მოქალაქეები პრობლემების გასაჟღერებლად თავად უნდა მივიდნენ მაჟორიტართან.

ვიდრე მთავრობა დუმს, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, პროტესტის მონაწილეებს სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე შპს „მაღაროელი“ (კომპანიის ქვეკონტრაქტორი) ითხოვს, რომ შუქრუთელებს აეკრძალოთ მაღაროს მუშაობის ხელის შემშლელი ქმედებების განხორციელება (ფაქრობრივად პროტესტის უფლება) და ამასთან, ოთხი წლით ჩამოერთვათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები და მიწის ნაკვეთები. ადგილობრივების ინტერესებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატი იცავს.

მოსახლეობა ამბობს, რომ წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, ქუჩაში, 3 წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირიც ამოიკერეს.

მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება 220 დღიანი პროტესტის შემდეგ შედგა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" 2021 წლის 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში, 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


ამავე თემაზე:

100-დღიანი პროტესტი შუქრუთში და "გაჩუმებული" ყველა უწყება

სად არის მაჟორიტარი, როცა შუქრუთელებს 86 დღე უწყვეტი პროტესტი აქვთ

80 დღე კარავში - შუქრუთელების "შეუმჩნეველი" პროტესტი

შუქრუთში მცხოვრებლებს, რომლებიც 71-ე დღეა ღამეს კარვებში ათევენ, "ჯორჯიან მანგანეზი" უჩივის

"2027 წლამდეც რომ დაგვჭირდეს აქ დგომა, ვიდგებით, არ დავიღლებით"- პროტესტის 58-ე დღე შუქრუთში

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაინტერესდეს შუქრუთში მიმდინარე პროტესტით"- საიას განცხადება

ერთთვიანი პროტესტი შუქრუთში და არანაირი გამოხმაურება ხელისუფლებიდან

პროტესტის 27-ე დღე შუქრუთი - სოლიდარობის ნიშნად ყველა მაღარო გაჩერებულია

23-ე დღეა შუქრუთში მოსახლეობა ღამეს კარავში ათევს, ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ტოვებს

სოფელ შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი მე-11 დღეა გრძელდება

"არ გვინდა, სოფელი დაგვენგრეს და ჩავარდეს მიწაში"- პროტესტის მე-7 დღე ჭიათურაში

პროტესტის მეორე დღე - რა ხდება სოფელ შუქრუთში


"იძულებული გაგვხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“ გამოვსულიყავით გარეთ"- პროტესტი სოფელ შუქრუთში


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.