ახალი ამბები
"არ არსებობს გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა" - რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა
FaceBook
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა.

ომბუდსმენის თქმით, ხეობაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არაპროპორციულია და ამის საჭიროება არსებული რეალობის გათვალისწინებით, არ არსებობს. 

"ჩვენ ვერ დავინახეთ რა საჭირო იყო გადადგილებაზე შეზღუდვის დაწესება, მითუმეტეს არანაირი წინაღობა, ძალადობაზე მინიშნება არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვერც ადგილზე მივიღე პოლიციელებისგან ამაზე განმარტება. ჩვენ უკვე ოფიციალურად მიმართული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით.
არამხოლოდ ბლოკპოსტთან, ზოგადად გამოყენებულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც მივმართეთ, რასაც პოლიცია იყენებს ადგილზე და ჩვენ შევისწავლით სამართლებრივ მხარეს, რა არგუმენტაცია აქვს პოლიციას. დღეს როგორც აქტივისტებისგან მოვისმინე, მათ შორის არაკომენდნატის საათის დროსაც კი, მათ აქვთ შეზღუდული გადაადგილების უფლება. ამის არანაირი დასაბუთება მე ჯერ არ მომისმენია, არც საჯაროდ და  არც ოფიციალურად. გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული, დღეს არანაირი საჭიროება არ არის იმისა, რომ  აქ გადაადგილება კონტროლდებოდეს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რიონის ხეობაში გადაადგილებაზე შეზღუდვა 3 აპრილს მას  შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი სამართალდამცავებთან ერთად ჩავიდა.

ხეობაში მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. იმავე დღეს, პოლიციამ ჩაკეტა ნამოხვანთან მისასვლელი გზა, დააკავა ორი და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა 12 აქტივისტი.

ამის შემდეგ, ხეობის მცველებმა გუმათჰესთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთი კარავი გაშალეს. რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი ლოკაცია და ხუთი კარავია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 166-ე ღამე გაათიეს კარვებში. ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია მთავრობის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს.


ამავე თემაზე:

"ჰესის არ აშენება არ განიხილება'' - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
ხეობის მცველებმა გუმათში კარავი გაშალეს

"ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება" – "ენკას" ახალი დირექტორი

ნამახვანში პოლიციამ ორი პირი დააკავა

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა


"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.