ახალი ამბები
რიონის ხეობის ,,მცველები'' ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისის ცენტრში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თურნავამ 12 მარტის შეხვედრიდან გაპარვით ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.

"მოვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას. მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს. ვიყავით შეხვედრაზე, რომლის დღის წესრიგი გაწერილი იყო, მაგრამ თვითონ მინისტრმა დაარღვია ეს დღის წესრიგი, როცა გაიპარა შეხვედრიდან.ამ შეხვედრაზე პასუხი უნდა გაცემულიყო ყველა ძირითად კითხვაზე. ეს იყო ჩვენი მიზანი, სწორედ ამის გამო მივედით იმ შეხვედრაზე, მაგრამ ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ჩაშალეს ეს შეხვედრა. შესაბამისად, მოგვაყენა შეურაცხყოფა უამრავ ადამიანს და ამის გამო მოვითხოვთ მის გადადგომას",
- განაცხადა საპროტესტო აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა.

ხეობის "მცველების" მთავარ მოთხოვნას კომპანია "ენკამ" დატოვოს ტერიტორია, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადაგომაც დაემატა.

ხეობის მცველებს მხარდაჭერას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის თურქი მწვანეებიც უცხადებენ.

რიონის ხეობის მცველების მთავარ მოთხოვნას, რომელიც ჰესების მშენებლობის შეწყვეტას გულისხმობს, კიდევ ერთი მოთხოვნა - ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა.

ხეობის მკვიდრების განმარტებით, ნათია თურნავამ ისინი დაამცირა როდესაც 12 მარტს ქუთაისის მერიაში დაგეგმილი შეხვედრიდან 9 წუთში გაიპარა.

შეხვედრაზე დეტალურად უნდა განეხილათ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას ჰესებთან დაკავშირებით აწუხებს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, 12 მარტის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.