ახალი ამბები
“ვითომ ექსპერტები ცდილობენ ადგილობრივების გრძნობები გამოიყენონ“ - რა განწყობით ჩადიან მინისტრები რიონის ხეობაში
FaceBook
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები რიონის ხეობაში ჩავლენ.

ადგილობრივებთან შეხვედრამდე, რომლებიც  433 მგვტ. ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა განცხადებები გააკეთეს. დავითაშვილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად მიიჩნევს, რომ რიონის ხეობის მოსახლეობას ინფორმირების პრობლემა აქვს და კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც ის "ვითომ ექსპერტებს" უწოდებს, ადგილობრივების გრძნობებს მათ სასარგებლოდ იყენებენ.

"იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირ შემთხევაში ოპონირებენ, ვითომ ექსპერტები, ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული დღის წესრიგიც გააჩნიათ. სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ, მოსახლეობის გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა.  ჩვენ უნდა მოვახდინოთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია. ინფორმაცია გასაგებ ენაზეა მისატანი თითოეულ ჯგუფთან"
, -  განაცხადა დავითაშვილმა.

პროექტზე, რომელსაც სპეციალისტები საფრთხისშემცველად მიიჩნევენ, ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილს უწოდებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა ამბობს, რომ ადგილობრივებთან უფრო ხშირი კომუნიკაცია და იმაზე საუბარია,  თუ  რა სარგებელი მოაქვს "ნამახვანჰესს".


"ნამახვანჰესის" პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის შეკითხვები მოსახლეობაში ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს კომუნიკაცია – კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ ხოლმე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, მათ შორის, სხვადასხვა პლატფორმაზე, ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია ამ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საქმეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებელი მოაქვს "ნამახვანჰესს", რომელიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს", – განაცხადა თურნავამ.

მინისტრებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამენ რიონის ხეობის მცხოვრებლები, თუმცა, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპრომისს არ განიხილავენ.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.