ახალი ამბები
„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა ხეობის "მცველები" მინისტრებს
FaceBook
რიონის ხეობის მცხოვრებლების პოზიცია ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა, ისინი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან შეხვედრას მაინც აპირებენ.

პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ხეობაში, სავარაუდოდ, ხვალ, 5 მარტს, ჩავლენ. მოსახლეობასთან შეხვედრა მინისტრებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დაავალა.

რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მინისტრებთან შეხვედრაზე მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება და ისინი მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპრომისს არ განიხილავენ.
ამასთანავე ამბობენ, რომ შედარებით მცირე მასშტაბის ჰესის მშენებლობას, რომელიც არ დააზიანებს ბუნებას და სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივების ინტერესები, არ შეეწინააღმდეგებინ.

"შეხვდებით. ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება.  ვნახოთ,  რას გვეტყვიან. მათ აქვთ ახლა სათქმელი და ამას ველოდებოდით ჩვენც ამდენი ხანი. ჩვენი პოზიცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით უკომპრომისოა და ვამბობთ, რომ მისი აქ აშენება არ შეიძლება, თუმცა, უნდა შევთანხმდეთ დიალოგის ფორმატზე, სადაც სხვა ადამიანებიც ჩაერთვებიან და თუ იქნება მინი ჰესის პროექტი, სადაც ბუნებაც არ დაზიანდება და ჩვენს ინტერესსაც გაითვალისწინებენ, ამაზე საუბარი შეიძლება. ჩვენ, ზოგადად, ჰესების მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით. ჩვენთვის ის არის მიუღებელი, რომ ხელისუფლება ამ საკითხს უყურებს როგორც ბიზნესს", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ადგილობრივებმა 3 მარტს კარავში 130-ე ღამე გაათენეს. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:


„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.