ახალი ამბები
მინისტრები, შესაძლოა, პარლამენტში ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე დაიბარონ
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, შესაძლოა, მინისტრები დაიბარონ.
ამის შესახებ პარლამენტის  თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მზად არის საკითხზე მსჯელობა დაიწყონ თუკი ამის სურვილი დეპუტატებს  ექნებათ. 

"მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი, სადაც შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება, შეგვიძლია პლენარულ ან საკომიტეტო ფორმატში მოვუსმინოთ სწორედ სხვა პროფილის მინისტრებს, მთავრობას ზუსტად ამ თემაზე და არა მართლწესრიგის საკითხებზე, რაც შეიძლება მომდევნო კვირისთვის გადაიდოს,"- განაცხადა პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ. 

საკანონმდებლო ორგანოში რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის  საკითხი ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ გააჟღერა. თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ რაც 28 თებერვალს ქუთაისში  ჰესების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ნამახვანჰესის საკითხი დღეს პირველად არ გახმოვანებულა. მანამდე რიონის ხეობის ერთ-ერთმა "მცველმა"  ვარლამ გოლეთიანმა კანონმდებლებს მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია წარუდგინა. 

რიონის ხეობაში  ჰესების მშენებლობას ადგილობრივები უკვე 130-ე დღეა ღია ცის ქვეშ აპროტესებენ. ხეობის "მცველებმა" ფართომასშტაბიანია აქცია ბოლოს 28 თებერვალს ქუთაისში ჩაატარეს, სადაც მათ მხადარჭერა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა  მოქალაქეებმა გამოუცხადეს. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.   

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცა, მათი თქმით, თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მათ ულტიმატუმს, 14 მარტიდან საპროტესტო აქციებს ხეობიდან ქუთაისში გადმოიტანენ.

რიონის ხეობაში 433მგვ. სიმძლავრის კასკადების მშენებლობას ადგილობრივები ოთხ თვეზე მეტია აპროტესტებენ. მათ გუშინ 128 - ე ღამე გაატარეს კარავში.

ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.



ამავე თემაზე:


"არაინფორმირებულობაა მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობა ნამახვანჰესს აპროტესტებს"

"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.