ახალი ამბები
25 ნოემბერს, პარლამენტის შეკრების პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.


საპროტესტო მოძრაობა "ამოიღე ხმა" შენობასთან შეკრებას დილის ცხრა საათიდან დაიწყებს. აქციის მონაწილეები, სხდომის პარალელურად, გააპროტესტებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

უკვე ცნობილია, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა 25 ნოემბერს იგეგმება. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.

25 ნოემბრის მთავარ აქციამდე, რამდენიმე აქციაა დაგეგმილი 23 და 24 ნოემბერს. ხვალ, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება. 24 ნოემბერს, 15:00 საათზე დაგეგმილია "ქალთა მარში", რომელიც თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით დაიწყება. იმავე დღეს, 17:00 საათზე გაიმართება პროფესორ-მასწავლებელთა მარში, რომელიც დაიწყება ილიას უნივერსიტეტიდან და დასრულდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #პარლამენტი
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.