საქართველოს სახალხო დამცველის
ინფორმაციით, მიმდინარე წელს 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელობა
219 ადამიანმა სცად, აქედან თვითმკველობით სიცოცხლე 207-მა დაასრულა.
გასულ წელს საქართველოში სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477
ფაქტი დაფიქსირდა.
ნინო ლომჯარია ამ სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებს. სახალხო
დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ფაქტობრივად, არ ახორციელებს
პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს და დღემდე არ დამტკიცებულა
სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით,
ჯერ კიდევ 2016 წლისთვის უნდა დაემტკიცებინათ.
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს, რომელიც
წელს ფოკუსირებულია სუიციდის პრევენციაზე.
ამავე
თემაზე:
გამარჯობა, ეს მე ვარ!
მასალის გამოყენების პირობები