ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 10 აპრილიდან 10 მაისამდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა 10:00
სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
შეიზღუდება, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში კი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალი იქნება.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის
კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
მასალის გამოყენების პირობები