ბაღდათი - სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი
ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ხანძრის სალიკვიდაციოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
დამატებითი ძალების ჩართვა გახდა საჭირო.
ადგილზე გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და
მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო
შტაბი.
ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს
ხანძრის ლოკალიზება.
ბაღდათის ტყეში ხანძარი, გუშინ, 10 ნოემბერს, საღამოს საათებში
გაჩნდა.
ამავე თემაზე:
ბაღდათში
ტყე იწვის
ბაღდათის
ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ
ხერხდება
მასალის გამოყენების პირობები